(Double Click) [to Close]

Sunday, July 29, 2012

ზედმეტი წონა პრობლემა არ არის?!




ზედმეტი წონა? არავითარი პრობლემა,მობრძანდით ჩვენთან და რამდენიმე ათასი ლარის გადახდის შემდეგ გიშველით. ფიტნეს-კლუბები,საცურაო აუზები,დიეტოლოგები,ალბათ ბევრი გოგოსთვის ნაცნობია,მაგრამ რა ვქნათ თუ მათ ვერ ვაკითხავთ არადა ძალიან გვინდა გახდომა,2 ზომით პატარა ჯინსში ჩატევა და აუზზე ყურადღების მიქცევა (რა თქმა უნდა კარგის). არ შეჭამოთ ექვსის მერე,პური ამოიღეთ რაციონიდან,ჯანსაღად იკვებეთ...ბლა ბლა ბლა...რა თქმა უნდა ამათშიც დევს ჭეშმარიტება,მაგრამ არ დაივიწყოთ,რომ ნებისმიერი ჩვენი ქმედება ტვინიდან,გონებიდან მოდის და ამიტომ დიეტის დაწყებამდე გონება უნდ განვკურნოთ,გადავაფასოთ ღირებულებები და ა.შ 



...და აი რამდენიმე რჩევა ჩემგან თუ როგორ მივიღოთ სასურველი ფორმა.ზემოთ ვახსენე ყველაფერი გონებიდან მოდისთქო,ამიტომ პირველ რიგში მასზე დავიწყოთ მუშაობა. 
ნაბიჯი პირველი: აუხსენით თქვენ თავს,თუ რატომ გინდათ იყოთ უფრო გამხდრები.ბევრი პასუხის შემთხვევაში ისინი გაცხრილეთ იმის მიხედვით შეძლებთ თუ არა ამის მიღწევას წონის დაკლების გარეშე.
 ნაბიჯი მეორე: ტვინს ნუ დააპანიკებთ,ვაიმე საწყალო ჩემო თავო რა გეშველება,ნაყინს და მაკდონალდსის საჭმელს ვეღარ შეჭამს ძახილით.ამით დაითრგუნებით და იმაზე დიდი მადას აღიძრავთ ვიდრე მანამდე გქონდათ. 
ნაბიჯი მესამე: შეიყვარეთ თქვენი თავი...მესმის ფრთიანი ფრაზაა,მაგრამ საჭიროა.სარკეში ხშირად ჩახედვას ნუ მოერიდებით,პირიქით კარგად დააკვირდით პრობლემატურ ადგლებს,ამით მეტი სტიმული მოგეცემათ.


რჩევები,რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

 * უარი სწრაფი კვების ობიექტებს!!!ნახევრად მომზადებულ გაყინულ საკვებსა და სასუსნავს.მეტყვით,რომ მუშაობთ და დამღლელი დღის შემდეგ ვერაფერს მოამზადებთ? სადაც გაყინულ პიცას ყიდულობთ იქვე გამზადებული სალათები და არაჩვეულებრივი ხილი იყიდება.
 * შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს მაგრამ უარი თქვით იმ ფოტოალბომებზე სადაც ყოველგვარი სასუსნავებისა და კალორიების ბუდის სურათები დევს.ეს თვალს გაგიღიზიანებთ შემდეგ ტვინს და მერე თქვენც იცით... 
* გააკონტროლეთ თქვენი თეფში არ აიღოთ დიდი და აპლიკაციებით გადატვირთული თეფში.იგი რაც შეიძლება სადა და სწორი უნდა იყოს.ამით თვალს ერთგვარ ილუზიას შეუქმნით,სამყოფ საკვებს მიიღებთ და არც ნორმას გადააჭარბებთ.
 * არ ჭამოთ სწრაფად!!!5-10 წუთის სხვაობა მემგონი უნდა გიღირდეთ. 
* წარმოიდგინეთ,რომ უკვე გამხდარი ხართ,ეს მოქმედებს.
 * ისწავლეთ განსხვავება შიმშილსა და მოწყენილობას შორის.
 * არაფერი არაა ისეთი გემრიელი როგორიც სიგამხდრე.



მიირთვით დღეში 500-500 გრამი ხილი და ბოსტნეული.კვირის დღეებზე გადაანაწილეთ ხორცისა და რძის პროდუქტების აუცილებელი რაციონი,მიიღეთ ბევრი სითხე და შეძლებისდაგვარად ბევრი იარეთ ფეხით. იცეკვეთ!!! ვარჯიში,მითუმეტეს სახლის პირობებში რთულია და დიეტის დროს მიზანშეწონილიც არ არის კუნთების მომაგრება.ასე რომ ლიფტში,სახლში სადაც გინდათ ასწიეთ ხელები,გაამოძრავეთ ფეხები,თეძოები ნურც მუცლის ცეკვაზე იტყვით უარს. სასურველი წონის მიღების შემდეგ არ მოუმატოთ კვებას!!!დაიწყეთ ვარჯიში რადგან წონის დაკლებისას,კუნთი შეიძლება მოდუნდეს,დამეთანხმებით ჩამოკიდებული კანის არც ისე ლამაზია.ირბინეთ,გააკეთეთ პრესები ინტერნეტში უამრავი ვიდეო გაკვეთილებია.














0 comments:

Post a Comment